Your cart is currently empty!
სამუზეუმო სივრცე ყველა ასაკისთვის!
მრავალგანზომილებიანი პროექციების სამყარო, ვიზუალური, სენსორული და შემეცნებითი გამოცდილება

2 განსხვავებული სამყარო 1 სივრცეში – ილუზიების მუზეუმი და ჰოლოზეუმი
ილუზიების მუზეუმი
მუზეუმი სავსეა ინტერაქციული, სახალისო, უცნაური და საინტერესო ოპტიკური ილუზიებით. 70-ზე მეტი განსხვავებული ექსპონატი გელოდება, რომ თავად გამოსცადო როგორ ატყუებს ჩვენს თვალს ილუზია. მუზეუმში გაიგებ, რომ არაფერია ისე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს არის იდეალური სივრცე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დროის საუკეთესოდ გასატარებლად. ილუზიების მუზეუმი გაგაოცებთ და დაგაჯერებთ, რომ ნაბიჯის გადადგმა მყარ და სტაბილურ ზედაპირზე, მბრუნავი ცილინდრისკენ არც თუ ისე მარტივია, აქ გაუწევთ წინააღმდეგობას მიზიდულობის კანონს და გამოცდით დაუვიწყარ სიხარულსა და ბედნიერებას.
- ჩრდილების ოთახი
- კლონის მაგიდა
- თავი თეფშზე
- სარკეებიანი ოთახი
- თავდაყირა ოთახი
- ეიმსის ოთახი
- ვორტექსის გვირაბი
- თავსატეხები
- და უამრავი სხვა ოპტიკური ილუზია
ჰოლოზეუმი – აუდიოვიზუალური მუზეუმი
აქ დაგხვდებათ უნიკალური აუდიო-ვიზუალური და ილუზიური შოუები, მრავალგანზომილებიანი პროექციები. ეს არის სივრცე, რომელიც ხელოვნებასა და ტექნოლოგიას აერთიანებს და დაუვიწყარ ემოციებს აღძრავს. ადგილი, რომელიც ნებისმიერი ასაკისთვისაა შესაფერისი.
- 60-ზე მეტი პროექტორით შექმნილი ციფრული გამოცდილება
- გაცოცხლებული ვიზუალი, გაფორმებული შესაბამისი აუდიოთი
- ვან გოგის სამყაროში მოგზაურობა, ბედნიერი მომენტები
- უზარმაზარი სივრცე მომაჯადოვებელი ფოტოებისთვის
- შემეცნებითი და ნებისმიერი ასაკისთვის საინტერესო სანახაობა
- შთაბეჭდილებები, რომლებიც დიდხანს გაგყვებათ