მასწავლებელი ხარ?
საგანმანათლებლო და სახალისო ექსკურსია მთელი კლასისთვის
ჰოლოზეუმსა და ილუზიების მუზეუმში!
- დაგიკავშირდებით თქვენ მიერ შერჩეულ დროს
ჰოლოზეუმსა და ილუზიების მუზეუმში!
მოკლე აღწერა
ჰოლოზეუმში ბავშვები სრულიად ახალ სამყაროს აღმოაჩენენ – სამყაროს, სადაც ხელოვნება და მეცნიერება ერთმანეთს ხვდება და წარმოსახვის საზღვრებს სცდება.
აქ, ვან გოგის ციფრულ მუზეუმში, ისინი ფერად და ამაღელვებელ სამყაროში აღმოჩნდებიან, სადაც თითოეული ნახატი ცოცხლდება – ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ისე ტრიალებს, თითქოს ის რეალურია და თავადაც მისი ნაწილი ხდები. მზესუმზირები თითქოს ქარის ქროლვას მიჰყვებიან, ხოლო ვან გოგის ცხოვრების ემოციური ამბავი შენს გარშემო იხსნება ფერების, ხმებისა და შუქის მეშვეობით.
ეს არ არის ნახატების დათვალიერება სტანდარტული სახით, როგორც სხვა მუზეუმებში – ეს არის ვან გოგის სამყაროში მოგზაურობა
მოკლე აღწერა
ილუზიების მუზეუმში ბავშვები აღმოაჩენენ, როგორ შეუძლია ილუზიას ჩვენი გონების მოტყუება. ჰოლოგრამები, ოპტიკური და სივრცის ილუზიები შენს გონებასა და თვალს ეთამაშება. ერთი შეხედვით უბრალო სარკე რეალობას თავდაყირა აყენებს, ხოლო სამგანზომილებიანი ფიგურები იმაზე დიდ საიდუმლოს მალავენ, ვიდრე ბავშვები წარმოიდგენდნენ. ისინი აქ თვითონ გახდებიან ექსპერიმენტების ნაწილი და შეძლებენ, საკუთარი თვალით იხილონ, როგორ მუშაობს მეცნიერება ფანტაზიასთან ერთად.
ჩვენს სივრცეში ბავშვები გართობასთან ერთად შთაბეჭდილებებით ივსებიან, სწავლობენ, ხვდებიან, რომ სამყარო საოცრებებით არის სავსე და რაც მთავარია, ამ საოცრებებში თავიანთ ადგილს პოულობენ.
მისამართი: თბილისი, ბეთლემის 10