ინტერაქციული ექსპონატები – ბავშვებს დახვდებათ სხვადასხვა ილუზიური ექსპონატები, როგორიცაა ოთახი სადაც ფორმები და ზომები იცვლება ოთახი რომელიც ტრიალებს და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო ილუზიები.
თავსატეხი თამაშები– მუზეუმში დახვდებათ თამაშები, რომელშიც ბავშვები ერთობლივად ჩაერთვებიან და ითამაშებენ
ასევე მუზეუმი შესანიშნავი ადგილია სახალისო ფოტოების შესაქმნელად, სადაც ბავშვები სხვადასხვა ილუზიერ ექსპონატებთან გადაიღებენ საინტერესო სურათებს
ჰოლოზეუმი
ჰოლოზეუმში ბავშვებს დახვდებათ ვან გოგის ციფრული გამოფენა, სადაც თითოეული ეკრანზე ვან გოგის ცნობილი ნახატები გაცოცხლდება.
თითოეულ ნახატს თან ახლავს სასიამოვნო მუსიკა, რომელიც ბავშვებს სხვა სამყაროში ამოგზაურებს და საშუალებას მისცემს, რომ სრულად ჩაეშვან მხატვრის სამყაროში.
ეს ინტერაქტიული გამოცდილება დამთვალიერებლებს უნიკალურ შთაბეჭდილებებს სთავაზობს
გასართობი შოუები
ასევე აქ დაგხვდებათ გასართობი შოუები როგორიცაა : ილუზიონისტის შოუ, აზოტის შოუ და ტყლარწის შოუ
3 უნიკალური სივრცე – ილუზიების მუზეუმი, ჰოლოზეუმი და გასართობი შოუების სივრცე – ყველაფერი ერთ შენობაში
სადაც ყველა ბავშვი, ნებისმიერი ასაკის თუ ინტერესის მქონე გაატარებს დაუვიწყარ დღეს