MTVARE – DJ და პროდიუსერი, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი ტექნიკითა და ენერგიული მუსიკალური არჩევანით.
Fantastic Planet-ის გუნდის ძირითადი წევრი და TRUST Festival-ის თანადამფუძნებელი, MTVARE ქმნის ენერგიულ სეტებს, რომლებიც ცეკვის მოედანს მუდმივ მოძრაობაში ამყოფებს.
ის მთლიანად ეშვება აუდიტორიის რიტმში, თავადაც მოძრაობს მოცეკვავეებთან ერთად და რეალურ დროში მართავს და წარმართავს ენერგიას.
TROTSKY
Trust Festival-ის თანადამფუძნებლის - @trotsssky-ის სახელი ქართულ ელექტრონულ მუსიკაში 2011 წლიდან არის ცნობილი. Trotsky აქტიურად უჭერს მხარს ადგილობრივ სცენასა და არტისტებს თავისი კურატორობით შექმნილი ლეიბლების საშუალებით: @fantastic_planet_tb და @timetravelstuffff. მისი მუსიკალური ჟღერადობა მოიცავს იშვიათ ჟანრებს, როგორიცაა ძველი ტრანსი, ბრეიქი, ეისიდი და ჰაუსი. მისი კოლექციის ძირითადი ნაწილი ვინილის ფირფიტებზეა წარმოდგენილი. მისი სეტები უნიკალურია, გამორჩეული ინტელექტუალური მუსიკალური მიქსების მრავალფეროვნებითა და განსაკუთრებულად სუფთა ტექნიკური უნარებით.
ONIANI
ბექა ონიანი, იგივე „ONIANI” არის DJ თბილისიდან და Georgian Rave Community-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი. მისი სელექციები ყოველთვის ენერგიული და გამორჩეულია. ბექასთვის მუსიკა ასოცირდება თავისუფლებასთან და ემოციების გაზიარებასთან, აქედან გამომდინარე, მისი სელექციები დამოკიდებულია მის ხასიათზე, თუმცა ძირითადად იგი უკრავს: House,Progressive House,Italo Disco და Trance ჟანრებს. მისი ჟღერადეობები არის ვინტაჟური, ენერგიული და უმეტესწილად 90-იან წლებთან ასოცირებული.
-20%
ელექტრონული მუსიკის უნიკალური საღამო, სადაც ვიზუალური ხელოვნება და მუსიკა ერთიანდება!