გეპატიჟებით საოჯახო კინოჩვენებაზე, სადაც ბავშვებს ნამდვილი ჯადოსნური თავგადასავალი ელით!
ჰოლოზეუმი გთავაზობთ უნიკალურ გარემოს, სადაც ფილმის ყურება ჩვეულებრივი პროცესის ნაცვლად ნამდვილ მოგზაურობად იქცევა
იანი და ბარლი თავიანთი დაკარგული მამის ჯადოსნური კვერთხით
როცა ერთ სურვილს შეუძლია მთელი ცხოვრება შეცვალოს...
ძმები თავგადასავალში მიდიან მაგიური მანქანით – "Guinevere"
დიდი მოგზაურობა იწყება პატარა ნაბიჯით!
ჯადოქრობა ყოველთვის იარსებებს მათ გულებში, ვისაც სიყვარული შეუძლია.
ნამდვილი მაგია ოჯახია!
როცა სიყვარული და ოჯახის ძალა იმარჯვებს
ჰოლოზეუმის სივრცეში ფილმის ყურება სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიები, ჰოლოგრამები და მშვიდი ატმოსფერო ქმნის გარემოს, რომელიც ფილმის ნაწილად გაგრძნობინებს თავს
რბილი სავარძლები, იდეალური განათება და აკუსტიკა უზრუნველყოფს სრულ კომფორტს. ყველაფერია იმისთვის, რომ სრულიად ჩაიძიროთ ანიმაციის სამყაროში.
თუ გსურს დრო გაატარო შენს შვილთან ერთად, ჩვენი სივრცე იდეალურია დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად. განსაკუთრებული მომენტი, ემოცია - უნდა გაიზიაროთ მათთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია.
გელოდებით, რომ ერთად შევქმნათ დაუვიწყარი განცდები!
ჩვენ ვცდილობთ, რომ თითოეული სეანსი უფრო მეტი იყოს, ვიდრე უბრალოდ ეკრანზე გამოსახული კადრები.
სივრცე, სადაც თქვენი ოჯახი ერთად გაატარებს დაუვიწყარ დროს.